„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ” მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა. ნებართვის საფუძველზე მოცემულ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თავის არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულის ტერიტორიაზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონება. აღნიშნული მრავალფუნქციური ნაგებობა აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს და ვერტოდრომს.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება.
პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში. „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს” მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველ ფაზას, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარის ექსპლუატაციაში მიღებას საფუძვლად დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.
ამბასადორი აილენდის პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე