ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ამას ვხედავ მე და ამას ხედავს პრეზიდენტი – ეს იქნება სწორი სვლა” – ბესელია

“ამას ვხედავ მე და ამას ხედავს პრეზიდენტი – ეს იქნება სწორი სვლა” – ბესელია

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, “ტვ პირველთან”, ამბობს:
გამსხვილების საჭიროებას ვხედავ. განსაკუთრებით იმ ფლანგზე, სადაც არის ოცნების დაკარგული ამომრჩეველი და განსაკუთრებით დაახლოებით ის 25%, რომელიც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და ფიქრობს ვის მისცეს ხმა.
აი, იქ სჭირდება გამსხვილება ამ ტიპის ცენტრს და რაღაცა უფრო ძლიერი პლატფორმის ჩამოყალიბება – ამის საჭიროებას მე ვხედავ და ამის საჭიროებას პრეზიდენტი ხედავს, პირველ რიგში.
ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს, ამაზე მეტს ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, თუ ეს შესაძლებელი გახდება და რაციონალური ნაბიჯები გადაიდგმება, ეს საერთო შედეგს ძალიან დაეხმარება და იქნება სწორი სვლა.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.