ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90% – თამთა მეგრელიშვილი
“რაც ახლა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა – LGBT პროპაგანდის აკრძალვის ინიციირება საკანონმდებლო დონეზე, ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90%,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“
მეგრელიშვილის თქმით, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რაც დაიცავს მომავალ თაობას, ხოლო ყველა – ვინც ამ კანონს დაუპირისპირდება, პირდაპირ იქნება საქართველოს, ეკლესიის და ოჯახების მტერი.
„რაც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა – LGBT პროპაგანდის აკრძალვის ინიცირება საკანონმდებლო დონეზე, ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90%. ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რაც დაიცავს ჩვენ შვილებს და მომავალ თაობას. ხოლო ყველა – ვინც ამ კანონს დაუპირისპირდება, პირდაპირ იქნება ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის და ოჯახების მტერი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.