ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ალფა სიხშირე” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“ალფა სიხშირე” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დააკავეს ჩვენი ინტერნეტპლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ჩხვირკია. ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია მისთვის წაყენებული ბრალდების დეტალები, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი, რომელსაც საზოგადოება იცნობს და თავისი სამოქალაქო აქტივიზმით იცნობდა ჯერ კიდევ “ალფა სიხშირის” დაფუძნებამდე, არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც გასული იქნება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებიდან.
“ალფა სიხშირე”, როგორც სამოქალაქო სოლიდარობისა და ინფორმაციული თავდაცვის ინტერნეტ-მედია პლატფორმა, ჩვეული შემართებით აგრძელებს საქმიანობას და მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი ჩხვირკიას, ასევე ყველა უკანონოდ დაკავებულ პატიმარს.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.