ალუ­და ღუ­დუ­შა­ური: ისე­თი წო­ნის და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე პი­რის ჩარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, არ არის

ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გი იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, კი­დევ უფრო მეტი, მყა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვი­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში – ისე­თი წო­ნის და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე პი­რის ჩარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, არ არის, – ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, ხომ არ აპი­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ „ის გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღიად გა­მოჩ­ნდა“.

რო­გორც ღუ­დუ­შა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, აჟი­ო­ტა­ჟი, რაც ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, თუ რამ­ხე­ლა ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს მას.

“ის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სარ­გებ­ლობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით და მას აქვს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ნუ­ზომ­ლად დიდი მხარ­და­ჭე­რა, ეს ფაქ­ტია. ის, რომ მისი რამ­დე­ნი­მე წუ­თით თუ სა­ა­თით გა­მო­ჩე­ნას აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან, ესეც მე­ტყვე­ლებს, რა­ო­დენ დი­დია მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მობ­რუ­ნე­ბა­ზე სა­კითხს, არ მგო­ნია დღეს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ჰქონ­დეს. ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გი ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, კი­დევ უფრო მეტი, მყა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვი­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გი დავ­დოთ. ისე­თი წო­ნის და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე პი­რის ჩარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, არ არის”,- გა­ნა­ცხა­და ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.