ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალმათიში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ძირითად საკითხებზე ისაუბრებენ.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა მანამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ორ მხარეს შორის უნდა წარიმართოს და რომ ასტანას შუამავლობაზე საუბარი არ არის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლოს ბერლინში 29 თებერვალს შეხვდნენ, სადაც სამშვიდობო ხელშეკრულების ძირითად საკითხებზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.