ალიკა კუპრავა – მივიჩნევ, რომ არის ერთად დგომის დრო და ხელახალი არჩევნების ჩატარება პარტიაში საჭიროებას არ წარმოადგენს – სწორება უნდა იყოს აღებული 2024 წელს, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე

არ მქონია შესაძლებლობა, ჩემს უახლოეს მეგობართან, სთან მესაუბრა, მე ერთხელ უკვე დავდექი ჩემს მეგობრებთან ერთად საჭიროების წინაშე, რომ მომეთხოვა პარტიაში ცვლილებები, ახლა ვთვლი, რომ არის ერთად დგომის დრო და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ხელახალი არჩევნების ჩატარება პარტიაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ალიკა კუპრავამ განაცხადა.
მისი თქმით, სწორება უნდა იყოს აღებული „2024 წელს ს, რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე“.
„დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ს ტყვეობიდან გამომდინარე მესმის, რომ არის ცუდ მდგომარეობაში. ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არ არის პარტიული ყანყალის დრო. მე ვრჩები პარტიაში და ინდივიდუალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პარტია გაძლიერდეს და სწორება იყოს აღებული 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე. ახლა ყველანაირი პარტიული დაპირისპირება აზიანებს მთავარ მიზანს – საქართველოს გათავისუფლებას რუსული ოლიგარქიული რეჟიმისაგან. არ მქონია შესაძლებლობა არც ამ ბრიფინგამდე და არც ბრიფინგის შემდეგ მესაუბრა გიორგი მუმლაძესთან, ჩემს უახლოეს მეგობართან. ერთხელ უკვე დავდექი ჩემს მეგობრებთან ერთად საჭიროების წინაშე, რომ მომეთხოვა პარტიაში ცვლილებები, ახალ ვთვლი, რომ არის ერთად დგომის დრო და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ხელახალი არჩევნების ჩატარება პარტიაში“, – განაცხადა ალიკა კუპრავამ.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი მუმლაძე პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პასუხისმგებლობის აღებისკენ და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
როგორც გიორგი მუმლაძე განმარტავს, ხაბეიშვილის რიტორიკა გარკვეული ვიწრო ჯგუფის გაძლიერებას უწყობს ხელს და არა, პარტიის გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ