ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა.
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლრლობა ალექსი ახვლედიანის სახლში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის კუთვნილი “გლოკის” ტიპის იარაღიდან გასროლით სცადა.
ახვლედიანი გუშინ, 8 ივლისს 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.