რუსეთის ციხის კოლონიაში სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს – ერთობლივ ოფიციალურ განცხადებას ამის შესახებ 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ

რუსეთის ციხის კოლონიაში სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს – ერთობლივ ოფიციალურ განცხადებას ამის შესახებ 5 ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.
🔴 5 ქვეყნის მთავრობა ამ დასკვნამდე ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზზე დაყრდნობით მივიდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურა ორგანიზმში ეპიბატიდინის არსებობა.
🔴 ამავე ინფორმაციით, ეპიბატიდინი არის სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის კანიდან მიღებული ძლიერ ტოქსიკური შხამი, რომელიც ბუნებრივად არ გვხვდება რუსეთში:
💬 აცხადებდა, რომ ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თუმცა, ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და აღწერილი სიმპტომების გათვალისწინებით, მისი სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, მოწამვლა იყო. ნავალნი ციხეში გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, მისთვის ეს შხამი მიეწოდებინა.
რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ქიმიური იარაღის კონვენციის განმეორებითი უგულებელყოფა აშკარაა. 2020 წლის აგვისტოში დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და პარტნიორებმა დაგმეს რუსეთის მიერ ალექსეი ნავალნის მოსაწამლად ნოვიჩოკის გამოყენება. ეს მოჰყვა რუსეთის მიერ 2018 წელს სოლსბერიში ნოვიჩოკის გამოყენებას, რამაც ბრიტანელი ქალის, დონ სტერჯესის, ტრაგიკული სიკვდილი გამოიწვია.
ორივე შემთხვევაში, მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს ჰქონდა კომბინირებული საშუალებები და მოტივი, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით თავდასხმები განეხორციელებინა. ეს უახლესი დასკვნები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას ქიმიური იარაღის კონვენციის და, ამ შემთხვევაში, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის განმეორებითი დარღვევებისთვის.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენლებმა დღეს გენერალურ დირექტორს მისწერეს, რათა აცნობონ მას რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის კონვენციის დარღვევის შესახებ.
ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთმა არ გაანადგურა მისი ყველა ქიმიური იარაღი.
ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ ბერკეტს, რათა გავაგრძელოთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემა.
შეთანხმებულია საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ” | ნათქვამია 5 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს