ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, დაკრძალეს
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისმა დაკრძალვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა – მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც სკანდირებდნენ: “ნავალნი”, “არა ომს”…
მანამდე ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო – მობილიზებული იყო სპეცრაზმი, პოლიცია იყო განლაგებული ეკლესიაშიც. მოსახლეობას კი ეკლესიასთან მიახლოებას რკინის ბარიკადების დახმარებით ურთულებდნენ. ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ რუსეთში აკრედიტებული ელჩებიც.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.