ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ალექსეი ნავალნი მოკლეს, მოვითხოვთ მისი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას“ - ნავალნის სპიკერი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა ნავალნის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ იარმიშმა ნავალნის დედისთვის გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

"ალექსეი ნავალნი მოკლეს. ალექსეის დედისთვის გადაცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, იგი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე". - წერს იარმიში.

ამასთან, როგორც იგი კოლონიის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, ნავალნის ცხედარი ახლა ქალაქ სალეხარდში "გამოძიების" მიზნითაა.

"მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი სასწრაფოდ გადასცენ მის ოჯახს". - წერს ნავალნის სპიკერი.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა.

გასული წლის ბოლოს ალექსეი ნავალნი რამდენიმე კვირით გაუჩინარდა. არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ. საბოლოოდ ის 10 იანვარს, ვიდეოჩართვის დროს გამოჩნდა.

ნავალნი პატიმრობაში იმყოფებოდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში. ეს პუნქტი რუსეთის პოლარული რეგიონის ნაწილია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.