არქივი28 თებერვალი, 2024, 19:11
ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში დაკრძალავენ
პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი ავრცელებს.
„ალექსეის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 1-ელ მარტს 14:00 საათზე გაიმართება. ადრე მობრძანდით“, - განაცხადა კირა იარმიშმა.
ნავალნის თანაგუნდელების თქმით, ეკლესიის პოვნა, სადაც გარდაცვლილი ალექსეი ნავალნისთვის მსახურება ჩატარდებოდა, ძალიან რთული იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.