არქივი24 თებერვალი, 2024, 16:26
ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს გადასცეს
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს.
ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„ალექსეის ცხედარი დედამისს გადასცეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად ითხოვდა. ლიუდმილა ივანის ასული [ნავალნის დედა] სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ წინაა. არ ვიცით, მთავრობა ხელს შეუშლის თუ არა მათ ისე ჩატარებას, როგორც ეს ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს. ინფორმაციას მოსვლისთანავე გაგაცნობთ”, - წერს იარმიში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.