ალექსეი გონჩარენკო: თუ უკრაინა, პარტნიორების დახმარებით, არმიის განვითარებას ვერ შეძლებს, რუსეთი მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს

არესტოვიჩისა და არახამიას შემდეგ, უკრაინის არასწორ პოლიტიკურ სტრატეგიაზე რადას დეპუტატი, ალაპარაკდა.
მისი განცხადებით, რუსეთს მსოფლიოში შეიარაღებით მეორე არმია ჰყავს და თუ პარტნიორების დახმარებით არმიის განვითარებას ვერ შეძლებს, მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს.
გონჩარენკო ამბობს, რომ უკრაინამ უნდა შეცვალოს მთავარი გზავნილი და ნატოსა და ევროკავშირს წევრობაზე “არ უნდა ეხვეწოს”.
“დღეს რუსეთს უკვე რეალურად ჰყავს მსოფლიოში მეორე არმია. მათ საჭირო დასკვნები გააკეთეს: ქვეყანა სამხედრო ლიანდაგებზე გადაიყვანეს, მობილიზებულებს კონტრაქტით ყიდულობენ, ავითარებენ თანამედროვე შეიარაღებას და სამხედრო წარმოებას. ბევრად ძლიერები არიან ჩინეთზე. იმიტომ, რომ ამ ყველაფერთან ერთად რუსეთს აქვს სამხედრო გამოცდილებაც. 21-ე საუკუნეში ომის წარმოების გამოცდილება მსოფლიოში მხოლოდ ორ არმიას აქვს. ვგულისხმობ ფართომასშტაბიან ომს და არა, მცირე, ლოკალურ კონფლიქტებს. ეს ქვეყნები რუსეთი და უკრაინა არიან. ჩვენი არმია, მსოფლიოში მესამეა. ის ჩვენი მთავარი ფასეულობაა. არა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ან ბუნებრივი რესურსები – სწორედ არმიაა ჩვენი სიძლიერე. ამიტომ დღეს, ჩვენი მთავარი გზავნილი უნდა შევცვალოთ. არა ვედრება- “ძალიან გთხოვთ მიგვიღეთ “ნატოსა” და ევროკავშირში” – არამედ, “გსურთ ეს არმია”? ღმერთმა არ ქნას რუსეთმა დაიპყროს უკრაინა. მათ 2 მილიონიან არმიას კიდევ ჩვენი მილიონიანი დაემატება და ისინი ნამდვილად მიაღწევენ ლა-მანშამდე. ევროპის კონტინენტზე მათ ბადალი არ ეყოლებათ. ჩვენი უსაფრთხოების და წინსვლის გარანტია ამ გეგმაშია, რომელიც უნდა განვახორციელოთ”, – განაცხადა ალექსანდრე გონჩარენკო.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ვეთანხმებით ამერიკულ მედია ვერსიებს, რომ „ანტი ისრაელის” კამპანიას აფინანსებს სოროსი და მისი სტრუქტურები, გამოდის რომ ლიბერალების ეს „იმპერატორი” ღია ზიანს აყენებს ბაიდენსა და დემოკრატებს ამ წინასაარჩევნო პერიოდში

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს და ეს იქნება გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები