ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ სტუბი - რუსეთი ცივსისხლიანად დაესხა თავს მშვიდობიან მოსახლეობას - ეს სასტიკი თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესორის ნამდვილ სახეს მსოფლიოს

ალექსანდრ სტუბი - რუსეთი ცივსისხლიანად დაესხა თავს მშვიდობიან მოსახლეობას - ეს სასტიკი თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესორის ნამდვილ სახეს მსოფლიოს

ღამით რუსეთმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, ცივსისხლიანად დაესხა თავს მშვიდობიან მოსახლეობას. დადასტურებულია, რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვი და სამედიცინო პერსონალი , - ასე ეხმაურება ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირეულის შემდეგ მომხდარი ეს სასტიკი თავდასხმა აშიშვლებს რუსეთის მიერ ომის შესახებ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესორის ნამდვილ სახეს მსოფლიოს“, - წერს სტუბი.
მისი თქმით, დროა, ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი დამტკიცდეს და რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლა გაგრძელდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.