ალექსანდრ სტუბი ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრაზე – ვნახავთ, ეყოფა თუ არა გამბედაობა პუტინს, რომ ასეთ შეხვედრაზე მოვიდეს, თუ ისევ დროის მოგებას ცდილობს

ვლადიმერ პუტინი იშვიათად არის სანდო, – ამის შესახებ ფინეთის პრეზდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრის შეთავაზებით გამოვიდა, თუმცა რუსეთის ლიდერის ნდობა არ შეიძლება.
„ვნახავთ, ეყოფა თუ არა გამბედაობა, რომ ასეთ შეხვედრაზე მოვიდეს, თუ ისევ დროის მოგებას ცდილობს“- აღნიშნა სტუბმა.
მისი თქმით, დღევანდელი მოლაპარაკებები „ნაწილობრივ წარმატებული“ იყო, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობასთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი არ თქმულა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)