ალექსანდრ პლიევი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმზე, სიცრუეა

„სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ პლიევმა განაცხადა.
პლიევმა აღნიშნა, რომ იგი და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ალბოროვი მოსკოვში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ და ყველა შეხვედრას ერთად დაესწრნენ, ხოლო გაერთიანების შესახებ ერთი სიტყვაც კი არ გაჟღერებულა.
„მე იქ პირადად ვიყავი, ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა. ცრუ ინფორმაცია „რია ნოვოსტის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაავრცელა. სწორედ ამ შეხვედრას ხუთი რუსი სენატორი ესწრებოდა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ კოსაჩევი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი. ეს ამბავი ამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ყველამ ერთად გავიგეთ და ჩვენი რუსი კოლეგებიც გაოცებულები იყვნენ. მოგვიანებით, საპირისპიროს დასამტკიცებლად შეხვედრის აუდიოჩანაწერიც კი გადმოგვცეს“, – განაცხადა პლიევმა.
ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო სააგენტომ, „რია ნოვოსტმა“ ინფორმაცია სათაურით, „სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს განიხილავს“ 17 მარტს გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!