“როგორც ჩანს, შეიძლება ადამიანს ინტერნეტი ულუფებად მივცეთ, მაგალითად, კარგი ქცევის სანაცვლოდ. ანუ ინტერნეტის გამოყენება უნდა ისწავლო. ინტერნეტამდე უნდა გაიზარდო, ის უნდა დაიმსახურო.
აი, რატომღაც შევამჩნიე, რომ როგორც კი Telegram-ის ჩახშობა დაიწყეს, ადამიანები უკვე გარეთ დადიან და რაღაცებს ყვირიან, ვიღაც სტვენს აგარაკზე ან ქალაქში, და ამან ნორმალური ცხოვრება გამახსენა – როცა ადამიანები ცხოვრობდნენ. ისინი ქუჩაში ცხოვრობდნენ, ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. ქმარი და ცოლი თავიანთივე სახლში ჩატის საშუალებით აღარ წერდნენ ერთმანეთს ორი სხვადასხვა ოთახიდან, არამედ უბრალოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ.
უბრალოდ ჩვენ, ვირტუალურ სამყაროში თანდათან გადასვლით, საკუთარი თავები დავკარგეთ. და შესაძლოა, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერზე ერთბაშად და მკვეთრად ვთქვათ უარი, იქნებ მართლაც, სანამ კარგი ამინდებია – გაზაფხულიდან შემოდგომამდე – ცოტა ხანს ასეთი ნამდვილი, სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვროთ. რამდენი მშვენიერი, შესანიშნავი კაფეა.” – თქვა ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგმა და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტმა პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა რუს ჟურნალისტ, ქსენია სობჩაკის გადაცემაში.


