პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ გრუშკო - რუსეთს სურს ურყევი გარანტიები, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება - ეს გულისხმობს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას

ალექსანდრ გრუშკო - რუსეთს სურს ურყევი გარანტიები, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება - ეს გულისხმობს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას

რუსეთისთვის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდეს, შესაძლოა, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება გახდეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ ურყევი საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. სხვა საკითხებთან ერთად, ეს გულისხმობს ალიანსის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გრუშკომ.
შეგახსენებთ, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.