ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე სულაბერიძე HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის პროგრამის ფარგლებში იაპონიაში იმყოფებოდა

ალექსანდრე სულაბერიძე HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის პროგრამის ფარგლებში იაპონიაში იმყოფებოდა

თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის IV კურსის სტუდენტი ალექსანდრე სულაბერიძე HLAB 2025 საზაფხულო პროგრამის Global-Side Mentor-ად შეირჩა და აგვისტოში, პროგრამის ფარგლებში, ის 2 კვირით იაპონიაში იმყოფებოდა.
HLAB 2025 აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, რომლებმაც იაპონელ სკოლის მოსწავლეებს გაუწიეს მენტორობა, გაუზიარეს საკუთარი ხედვები და ჩაუტარეს სემინარები მათთვის საინტერესო და ინსპირაციულ თემებზე.
„HLAB არის ლიბერალური განათლების საზაფხულო სკოლა, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეზე ორიენტირებულ, შემოქმედებით და პრაქტიკულ სწავლებას მორგებულს თანამედროვეობის სწრაფად ცვალებად რეალობაზე.
პროგრამის სახელწოდება ასახავს მის მთავარ ფილოსოფიას:
– H – “House“, რომელიც გუნდურობის და თანაცხოვრების იდეას გამოხატავს
– ⁠LAB – “Liberal Arts beyond Borders“, რაც გულისხმობს ლიბერალურ განათლებას საზღვრებს მიღმა.
ალექსანდრეს სემინარი ეხებოდა ხმოვანი ინჟინერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას – Foley ხელოვნებას, რომელიც კინოსა და თამაშების ინდუსტრიაში რეალისტური ხმოვანი ეფექტების ინჟინერიას მოიცავს“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.