ალექსანდრე რაქვიაშვილი – ერთიანი სიის იდეას მხარს ვუჭერთ, მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ერთიანი სიის იდეას მხარს ვუჭერთ, მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „გირჩისთვის“ გაერთიანება ხელსაყრელია და ოპოზიციონერ კოლეგებს წარმატებას უსურვებენ.
„ერთიანი სია ძალიან კარგი იდეაა და მხარს ვუჭერთ. მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს, მაგრამ შეიძლება ასე არ გამოვიდეს. შეიძლება ორი დიდი „ნაცური“ გაერთიანება იყოს ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მხარს ვუჭერთ ასეთ გაერთიანებებს. დახმარება თუ შეგვიძლია, დავეხმარებით, რათა სწორი სურათი ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. არიან „ნაცები“, „ქოცები“ და „გირჩები“, ეს იქნება ყველაზე ადეკვატური ასახვა იმ რეალური პოლიტიკური სურათისა, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ ეს გაერთიანება ძალიან გვაწყობს და მაქსიმალურ წარმატებას ვუსურვებ ყველ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, 5%-იანი ბარიერის გადასალახად ხალხის იმედი აქვს.
„ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს. ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც მკაფიო იდეოლოგია და რეპუტაცია აქვს. ჩვენი პრინციპები არ დაგვირღვევია წლების განმავლობაში, ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვიცავთ პოზიციებს და ვხსნით გადაწყვეტილებებს. ხალხის იმედი გვაქვს, თუ უმრავლესობა არა, ათიდან ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება ისეთი, ვინც ამას დააფასებს და დაინახავს“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ამასთან, „გირჩის“ წევრის თქმით, იგი პრეზიდენტის მხრიდან გაერთიანებისკენ მიმართულ კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ხედავს.
„ჯერ მე ვერ ვხედავ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ამას ხელს შეუწყობს. პრეზიდენტი თუ შეძლებს, „ნაცების“ გაერთიანებას ხელი შეუწყოს, მადლობის მეტი არაფერი არ ეკუთვნის“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე