ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში დონალდ ტრამპის წარმომადგენელს შეხვდა

ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში დონალდ ტრამპის წარმომადგენელს შეხვდა, – ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან გამართა.

ლუკაშენკომ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ კოულთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავდა.

„ორმხრივ საკითხებს განვიხილავთ, საელჩოების ნორმალური მუშაობიდან დაწყებული ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მსგავსი სასამართლო მუხლები არ არსებობს. ასევე, ეკონომიკური საკითხები და სანქციები. რუსეთისა და ჩინეთის საკითხი არ განიხილება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, გასულ წელს ლუკაშენკოსა და კოულს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ლუკაშენკომ ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, ხოლო აშშ-მა ბელარუსულ ავიაკომპანია Belavia-სა და ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ