ალექსანდრე ლუკაშენკო – მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან, ჩვენთან – ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან “ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.
„მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო. მათ შორის, და უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. შესაბამისი დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ .
მისი თქმით, დღეს, მაგალითად, „აშშ-ში ბაიდენი მხარს დაუჭერს უკრაინას, სომხეთს და ა.შ.“
„ხვალ მთავრობა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: „მისმინე, არ გიცნობთ. მეგობრებო, პირველად გნახეთ!“ – დასძინა ლუკაშენკომ.
შემდეგ მან კვლავ ისაუბრა საქართველოს დსთ-დან გასვლის შესახებ.
„გასვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითისთვის ისევ საქართველო. მან დატოვა დსთ და ყველა სტრუქტურა. რა, ეს მისთვის უკეთესია? არა. სასურველია დაბრუნება. დაბრუნება კი ყოველთვის უფრო რთულია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ