ალექსანდრე ლუკაშენკო – -მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა რა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიუსამძიმრა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი წერილში უწმინდესისა და უნეტარესი -ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მან ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გამოჩენილი ქართველი რელიგიური და საზოგადო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა რა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგების განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა.

მისი უწმინდესობის ილია II-ის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას.

გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს.

მარადიული ხსოვნა ამ გამორჩეულ სულიერ მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში“, – აღნიშნულია ბელარუსის პრეზიდენტის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…