ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე ლუკაშენკო - დარწმუნებული ვარ, საზოგადოების სიმწიფე, სიბრძნე, ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს არსებულ წინააღმდეგობებს

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ ხალხს, ბელარუსი ხალხის სახელით და პირადად, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ბელარუსი და ქართველი ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილს, ეფუძნება უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, - ნათქვამია მილოცვაში.
ლუკაშენკოს თქმით, დარწმუნებულია, რომ ასეთი სულიერი სიახლოვე, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ყველა სფეროში.
"დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა, არსებულ წინააღმდეგობებს", - აღნიშნულია ლუკაშენკოს მილოცვაში.
ბელარუსის პრეზიდენტი ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად მშვიდობას, გამძლეობას და გამბედაობას

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.