ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე (კახა) ლომაია: "ფარჩაკს სიხარბე დაღუპავსო", იტყოდნენ ხოლმე საბჭოურ-რუსული კრიმინალური დრამების გმირები

ალექსანდრე (კახა) ლომაია: "ფარჩაკს სიხარბე დაღუპავსო", იტყოდნენ ხოლმე საბჭოურ-რუსული კრიმინალური დრამების გმირები
გაერო-ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია:
ფარჩაკის სიხარბე
"ფარჩაკს სიხარბე დაღუპავსო", იტყოდნენ ხოლმე საბჭოურ-რუსული კრიმინალური დრამების გმირები. ტრამპმა პუტინს რამდენჯერმე უაღრესად ხელსაყრელი შეთანხმება შესთავაზა: შენ ოღონდ ცეცხლი შეწყვიტე, და მე ყირიმს გიღიარებ, სანქციებს მოგიხსნი, და შენი ბუნებრივი რესურსების ათვისებაში ინვესტიციებსაც ჩავდებო. ანუ, რუსეთს ცეცხლი (დროებით) უნდა შეეწყვიტა, და ყოველგვარი სხვა ვალდებულებების გარეშე შეეძლო დალოდებოდა ტრამპის ვადის დასრულებას, და მომზადებულიყო შემდგომი მოქმედებებისთვის. ამასობაში, მასზე დაწესებული სასანქციო რეჟიმი ჩამოინგრეოდა, და ყირიმის აღიარების ამერიკულ მაგალითს სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავდნენ. პუტინმა ეს ვარიანტი არა თუ უარყო, ტრამპს იქით დამატებითი პირობები წაუყენა. ყირიმთან ერთად ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქების აღიარება, მათი ტერიტორიიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა, უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, და უკრაინის კონსტიტუციაში "ნეიტრალიტეტის" ვალდებულების შეტანა. ესეც არ აკმარა, და ტრამპი რამდენჯერმე საჯაროდ დაამცირა. ჯერ უკრების უმაღლესი დონის დელეგაციასთან სასაუბროდ სტამბულში, სადაც ჩასვლას თავად ტრამპიც განიხილავდა, თავისი ... მრჩეველი გააგზავნა. მერე რომელიღაც ფორუმზე სტუმრებს უთხრა, მალე ტრამპთან სატელეფონო საუბარი მაქვს, მაგრამ არა უშავს, ცოტას თუ დამელოდება, არაფერი მოუვაო და ასეთები.
დღეს ოვალურ ოფისში ნატო-ს გენმდივან რუტესთან საუბრისას ტრამპა გამოაცხადა, რომ აშშ და ნატო უკრაინისთვის ახალი, ერთობლივი, "მასირებული" სამხედრო დახმარების სქემის განხორციელებას იწყებენ. წყაროები საუბრობენ პირველ, $10 მილიარდიან პაკეტზე: "პეტრიოტები", მცირე და საშუალო სიშორის რაკეტები, და სხვ. გარდა მისა, ტრამპმა, სენატთან და წარმომადგენელთა პალატასთან კოორდინირებით, 1 სექტემბრიდან 100%-იან ტარიფს დავუწესებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენო.
როგორც ჩანს, ვალოდიას სწორედ ის შეიძლება შეემთხვეს, რაც ფარჩაკს მოსდიოდა ხოლმე საბჭოურ-რუსულ კრიმინალური დრამებში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.