ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე კახა ლომაია: პოლიტპატიმართა სიაში მიხეილ სააკაშვილის არშეყვანით, ორგანიზაციამ, რომელმაც ეს გააკეთა, თავისი მეთოდოლოგიის სანდოობა გაანადგურა

ალექსანდრე კახა ლომაია: პოლიტპატიმართა სიაში მიხეილ სააკაშვილის არშეყვანით, ორგანიზაციამ, რომელმაც ეს გააკეთა, თავისი მეთოდოლოგიის სანდოობა გაანადგურა
პოლიტიკოსი ალექსანდრე კახა ლომაია:
პოლიტპატიმართა სიაში მიხეილ სააკაშვილის არშეყვანით, ორგანიზაციამ, რომელმაც ეს გააკეთა, თავისი მეთოდოლოგიის სანდოობა გაანადგურა. ანუ, ჩრდილი მიაყენა პირველ რიგში იმ ღირსეულ ადამიანებს, ვინც ამ სიაში აღმოჩნდნენ - მზია ამაღლობელს, ელენე ხოშტარიას, ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელევას, ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, ზვიად ცეცხლაძეს და ყველა დანარჩენს.
არ ვიცი, ეს ესმით თუ არა.
თავმოყვარე ორგანიზაციის თავმოყვარე წარმომადგენელი ამ შემთხვევაში სამ რამეს გააკეთებდა: შეცდომას გამოასწორებდა, ბოდიშს მოიხდიდა და გადადგებოდა. ახლავე. მერე იქნება too little too late.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.