არქივი9 თებერვალი 2025, 14:42
ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლა მოიგო

29 წლის ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა.
ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლა მოიგო, მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა. მან მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო.
„როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, ოქტაგონზე გასვლისას ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება”, – ამის შესახებ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
ამ ეტაპზე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, ექვსი ქართველი ირიცხება.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.