ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე დუგინი: საქართველო - სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ბოლო პერიოდში უკეთ ვართ და არა უარესად. დროა ვიღაცა უარეს დღეში ჩავარდეს

ალექსანდრე დუგინი: საქართველო - სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ბოლო პერიოდში უკეთ ვართ და არა უარესად. დროა ვიღაცა უარეს დღეში ჩავარდეს
ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციას საკუთარ ტელეგრამ არხზე ორი პოსტით გამოეხმაურა.
"საქართველო - სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ბოლო პერიოდში უკეთ ვართ და არა უარესად. და ამას არც მათ და არც ჩვენ არ გვაპატიებენ. დროა ვიღაცა უარეს დღეში ჩავარდეს. და ოპერატიულად, ძალიან, რათა ვიღაც უარეს დღეში ჩავარდეს. მტრები, რა თქმა უნდა." - დაწერა დუგინმა.
ამას გარდა, დუგინის მტკიცებით, საქართველოში "გლობალისტებს" რევოლუციის მოწყობა სურთ. მისივე თქმით, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში უკან იხევს და ვლადიმირ პუტინის გარემოცვას ამ ფაქტის წინააღმდეგ მოქმედებას სთხოვს
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.