ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე დარახველიძე ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობაზე - დადგენილია ქმედების სავარაუდო ჩამდენი პირი - შსს ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს

ალექსანდრე დარახველიძე ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობაზე - დადგენილია ქმედების სავარაუდო ჩამდენი პირი - შსს ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს

შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სავარაუდო ბრალდებული დადგენილია.
დარახველიძის თქმით, ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბრალდების წარდგენისა, დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კუთხით.
„შსს-მ მყისიერად დაიწყო გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტრომ ასევე, გაავრცელა განცხადება. ამ ეტაპზე მინდა დაგიდასტუროთ, რომ დადგენილია აღნიშნული ქმედების სავარაუდო ჩამდენი პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბრალდების წარდგენისა და შემდგომ მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კუთხით. შსს, ყველა სამართალდამცველი უწყება ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს იმისათვის, რომ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირი დროულად წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ინფორმაციისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლევან ჯანგველაძე მოკლეს. სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პირი. დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ, მოკლული ჯანგველაძის თანმხლები იყო. არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.