ალექსანდერ სტუბი: ფინეთი ამოდის პრინციპიდან, რომ მოკავშირეებს შორის საკითხები წყდება დისკუსიითა და საერთო თამაშის წესებით და არა – ზეწოლის შექმნით

ფინეთი ამოდის პრინციპიდან, რომ მოკავშირეებს შორის საკითხები წყდება დისკუსიითა და საერთო თამაშის წესებით და არა – ზეწოლის შექმნით.

ფინეთისთვის მნიშვნელოვანია მოკავშირეებთან ერთად არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერება. ეს ასევე წარმოადგენს გრენლანდიაში დანიის ხელმძღვანელობითა და მოკავშირეებთან შეთანხმებული საქმიანობის მიზანს.

ევროპული ქვეყნები ერთიანები არიან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დანიასა და გრენლანდიას.

აშშ-სთან დიალოგი გრძელდება. ტარიფები ზიანს მიაყენებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და შესაძლოა, დამაზიანებელი სპირალის გამომწვევი იყოს.

წერს ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი X-ზე მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რვა ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო, ტარიფები დააანონსა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“