ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდარ ვუჩიჩი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დამგმობ დეკლარაციას არ შეუერთდა

ალექსანდარ ვუჩიჩი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დამგმობ დეკლარაციას არ შეუერთდა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დამგმობ დეკლარაციას არ შეუერთდა. მედიის ცნობით, მან უარი თქვა შეერთებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიდერთა სამიტის დეკლარაციას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს გმობს და მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებასა და გაძლიერებას.
„ჩვენი (სერბეთის) ინტერესების დაცვით, მე ვიცავ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ინტერესებს... ისევე, როგორც ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ინტერესებს“, - განაცხადა მან სერბ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ეს ვუჩიჩის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
მან ოდესაში უკრაინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიიღო მონაწილეობა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.