ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალენ ბერსე - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან და მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ - ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის

ალენ ბერსე - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან და მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ - ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან, ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ალბანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად თითოეულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„როგორც იცით, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან. ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ასევე, სრულად ვართ დაინტერესებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებით. მე თვითონაც მქონდა კონტაქტი ორივე მხარესთან. ძალიან მალე, აზერბაიჯანთან შეხვედრის შემდეგ, მომავალ თვეში ასევე სომხეთში წავალ ამ საკითხების განსახილველად. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია მთელ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“,-განაცხადა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.