პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალენ ბერსე - საქართველო დღეს მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში, რაც ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ერთობლივ მუშაობაში

ალენ ბერსე - საქართველო დღეს მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში, რაც ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ერთობლივ მუშაობაში

მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ განაცხადა.
ბერსეს თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოს წევრებმა იპოვონ გზები დასაახლოებლად.
„როგორც იცით, როგორც ევროპის საბჭოს წევრები, რეგულარულ კონტაქტში ვართ და მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზები ღირებულებებისა და ვალდებულებების კვლავ დასაახლოებლად. იმ ფუნდამენტურ ელემენტებზე, რომლებიც გვაქცევს ერთ კონტინენტად, ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოსთან ერთად“, - განაცხადა ალენ ბერსემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.