ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალეკო ცქიტიშვილი - ავტობუსიდან ჩამომიყვანეს, პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში, სახლიდან კი ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი - ალბათ, გამოკითხვაზე დამიბარებენ, შემდეგ კი შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც - მე ყველაფრისთვის მზად ვარ

ალეკო ცქიტიშვილი - ავტობუსიდან ჩამომიყვანეს, პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში, სახლიდან კი ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი - ალბათ, გამოკითხვაზე დამიბარებენ, შემდეგ კი შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც - მე ყველაფრისთვის მზად ვარ

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა.
პროკურატურის თანამშრომლებმა, როგორც ალეკო ცქიტიშვილმა განმარტა, სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი ამოიღეს.
„სახლიდან გამოვედი და მივდიოდი ოფისში. ავტობუსში ავედი, მეჩქარებოდა, რომ არ დამეგვიანა. სავარაუდოდ, გამომყვნენ სირბილით, ამოვიდნენ ავტობუსში, ავტობუსიდან ჩამომიყვანეს. პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში. გამაცნეს მოსამართლის განჩინება, შემდეგ ჩხრეკის პროცედურის დასრულებისას ამოიღეს მობილური. შემდეგ გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც სახლის ჩხრეკას ეხებოდა.
გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
პროკურატურისა და ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის საქმიანობა არის უკანონო. დევნა მიმდინარეობს უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ.
პირადი ჩხრეკის შემდეგ მეორე განჩინება გამაცნეს და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი. გამოკითხვაზე, ალბათ, დამიბარებენ და შემდეგ შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის ეშინია“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
თავის მხრივ, ადვოკატის თქმით, „ჩხრეკა მშვიდ ვითარებაში წარიმართა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.