: შესაძლოა, დღესვე დამაკავონ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მოხდება, შესაძლოა ის დააკავონ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყველაფერი მოსამართლისა და „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„დღეს იქნება ჩემი საქმის არსებითი განხილვა, არ ვიცი, სასამართლო კი ჰქვია ამ უმსგავსობას, მაგრამ არანაირი სამართალი არ არის. არ ვიცი, შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, ან არ დამაკავონ, შესაძლოა მოწმედ დიდი სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი მოიყვანონ.
მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე. ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს „ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შემეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რაც ციხეში ჩემი ყოფნის მე-12 დღეს მოხდა და პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ჩამოსვლას.
პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის, გიორგი გახარია რომ სცემეს ბათუმში საქმე აღიძრა ცემის მუხლით. ანუ ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია – არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას