კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი , რომელიც ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზეა დაკავებული, კლინიკა „ვივამედში“ დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ალეკო ელისაშვილს კლინიკაში ასევე რენდგენს გადაუღებენ, ვინაიდან, მას ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები.
ამასთან, პარტიაში აღნიშნავენ, რომ გარდა ფერდისა, მას ნახეთქი დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. უწყების ინფრმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”