არქივი16 დეკემბერი, 2023, 23:20
ალეკო ელისაშვილი: "ბიძინა ივანიშვილის უსაყვარლესი ვასიკოს მაუწყებელი” დავარქვათ და იგულაოს ჯიგარმა
პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე მარტო ვასიკო დატოვეთ მაღლაფერიძე. ასი მილიონი ლარი, რაც მაგ არხის ბიუჯეტია, სულ მაგას მივცეთ. “ბიძინა ივანიშვილის უსაყვარლესი ვასიკოს მაუწყებელი” დავარქვათ და იგულაოს ჯიგარმა. ყველაფრის წამყვანი ეგ იყოს, თან რეჟისორი, თან ოპერატორი, თან დარაჯი, თან გრიმიორი, მოკლედ ყველაფერი რა. აბა, წესიერს რაც მაგ არხზე იყო ყველაფერს ხურავენ სა ბარემ ვატაკოთ ბოლომდე ვასიკოს ის ასი მილიონი”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.