„ალდაგი“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერია

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ კამერული და მონო სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, „თბილისური ბროწეულების“ მხარდამჭერია, რომელიც სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში მიმდინარეობს და მასში თორმეტი ქვეყნის თეატრალური დასი მონაწილეობს.
„ალდაგის“ ინფორმაციით, ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მიზანია კამერული და მონო სპექტაკლების განვითარება.
„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კამერული და მონო სპექტაკლების თეატრალურ ფესტივალს. ამ ჟანრის სპექტაკლები ქართულ თეატრში არც ისე ხშირად გვხვდება. გვჯერა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დაინტერესებას და ამ მიმართულების განვითარებას“, – აცხადებენ „ალდაგში“.
მათივე ცნობით, „ალდაგი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bb+, წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის ბიზნესში და იკავებს წამყვან პოზიციებს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?