ალდაგის მხარდაჭერით აგრარული ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა

ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე გამოფენა გაიმართა, რომლის მიზანი ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა იყო.
ალდაგის ინფორმაციით, გამოფენაზე, ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პროდუქცია მომხმარებლისთვის, ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის წარედგინათ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ალდაგი სოფლის მეურნეობის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული და ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, დარგში მოღვაწე სპეციალისტებს, ფერმერებსა და სხვა ჩართულ მხარეებს, მხარდაჭერას უცხადებს.
„მოხარულები ვართ, რომ ალდაგი ბიზნესის სახელით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ფერმერებისა თუ კომპანიებისთვის, რომლებთანაც წლებია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათი გაძლიერებისა მიზნით და საუკეთესო პირობებს ვთავაზობთ ბიზნესის ყველა რისკის დასაზღვევად“, – აცხადებს ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამარ ძნელაძე.
„აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, ალდაგი, საქართველოში, წლებია ლიდერობს და სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ მსხვილ, მიკრო და საშუალო ბიზნეს კომპანიებს მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს