ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალბი კორძაიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა - ის რუსთაველზე 2 სექტემბერს დააკავეს

ალბი კორძაიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა - ის რუსთაველზე 2 სექტემბერს დააკავეს

· 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ალბი კორძაიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
· 2 სექტემბერს პოლიციამ რუსთაველზე 24 დემონსტრანტი დააკავა - ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამო.
· ალბი კორძაიასთვის ეს მესამე პატიმრობა იქნება - ის სამივეჯერ პროტესტის გამოხატვის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
შსს ალბი კორძაიას პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდა - მის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 5 სექტემბერს, გამოიტანა.
აქტივისტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და არსებობს შანსი, რომ პატიმრობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება მან გაიგო კლინიკაში, სადაც სამედიცინო პროცედურებისთვის იყო მისული.
2 სექტემბერს დაკავებულთა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე რეჟიმშია - გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე მათგანზეა გამოტანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.