ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ

ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ

ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მეხუთე ტურში ალბანეთი და ჩეხეთი დაზავდნენ - 0:0.
პირველ ტაიმში სტუმრები დომინირებდნენ, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სანახაობრივი ვერ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ჯგუფში 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, უკრაინა კი 5 ქულით აუტსაიდერია.
ბოლო ტური 19 ნოემბერს გაიმართება - ჩეხეთი საქართველოს, ალბანეთი კი უკრაინას მიიღებს.
„ჯვაროსნებთან“ ჩეხებს დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი
ტომაშ სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომაშ ხორი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებს.
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0
ფრე უკრაინასთან- საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით ლიდერია და პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.