ალბათ, კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რისი მკადრებლები არიან! – ირაკლი კირცხალია რადიკალებზე

ალბათ, კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რისი მკადრებლები არიან! – ირაკლი კირცხალია რადიკალებზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ვახო სანაიას განცხადებას, სადაც საუბარია გდდ-ის თანამშრომლების ვინაობის გამოაშკარავებაზე, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
კირცხალიას შეფასებით, ეს არის ოპოზიციის მიერ სახელმწიფოს ჩამოშლის გეგმა, რომელზეც გარე ძალის აგენტის გარდა, ხელს არავინ მოაწერს. მისივე ინფორმაციით, გამოქვეყნებულ ე.წ. ახალ სიებში, ერთი პირი პოლიციის გარდაცვლილი თანამშრომელია, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს, თუ რაზე არიან წამსვლელები რადიკალები.
“აი ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმა, რომელზეც გარე ძალის აგენტის გარდა ხელს არავინ მოაწერს!
დღევანდელ მათ “სიხარულს” თან უდიდესი ამორალურობაც ახლავს: გდდ-ს თანამშრომლების გამოქვეყნებულ ვითომ “ახალ სიებში” ერთი მათგანი აწ გარდაცვლილი, პოლიციის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნუგზარ უსენაშვილია…
ალბათ კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რაზე წამსვლელები და რისი მკადრებლები არიან!” – წერს ირაკლი კირცხალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!