ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალასკაში დასრულდა ტრამპის და პუტინის შეხვედრა

ალასკაში დასრულდა ტრამპის და პუტინის შეხვედრა

ორსაათნახევრის გასვლის შემდეგ დასრულდა ალასკაში მიმდინარე შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის. ლიდერები შეხვდნენ ფორმატით სამი-სამზე, სამიტზე, რომელმაც, შესაძლოა, გადაწყვიტოს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ტრაექტორია და ევროპის უსაფრთხოების ბედი.
ტრამპის მომხრეები აშშ-ის პრეზიდენტს წარმოაჩენენ სერიოზულ მომლაპარაკებლად, რომელსაც შეუძლია იპოვოს ომის დასრულების გზა - ტრამპი თავად გამოდიოდა დაპირებით, რომ ამას სწრაფად შეძლებდა. პუტინისთვის ტრამპთან სამიტი წარმოადგენს შესაძლებლობას ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც რუსეთის მიზნებისთვის იქნებოდა სასარგებლო, დაბლოკავდა კიევის მისწრაფებას ნატოში და საბოლოო ანგარიშით უკრაინას მოსკოვის ორბიტაზე დააბრუნებდა.
სამიტის შემდეგ დაგეგმილია ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.