ალან გაგლოევი – ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, არ არის საჭირო ხალხის მოტყუება, რადგან დღევანდელ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის გზა არ არსებობს.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის“, – აღნიშნა გაგლოევმა.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მოლაპარაკებები გამართა რუსულ მხარესთან საბაჟო გადასახადების მოხსნის საკითხზე და „საკითხი პოზიტიურად გადაწყდება“.
გარდა ამისა, მისი მტკიცებით, ე.წ. „რესპუბლიკა“ დრონების საკუთარ წარმოებას დაიწყებს.
„დავამყარეთ თანამშრომლობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი გადის კურსებს რუსეთში დრონების მართვისა და აწყობის შესახებ. სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლისთანავე, მათ საშუალება ექნებათ ჩაატარონ სწავლება დრონების მართვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გაგლოევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა