ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალავერდის ტაძარი სტიქიის შემდეგ - ტერიტორიას მძიმე ტექნიკით ასუფთავებენ

ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მიიყვანეს ახმეტის მერიის მძიმე ტექნიკა, რომელსაც ალავერდის ეზოდან გააქვს მოგლეჯილი ხეები და სახურავის ნამტვრევები.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მიიყვანეს ახმეტის მერიის მძიმე ტექნიკა, რომელსაც ალავერდის ეზოდან გააქვს მოგლეჯილი ხეები და სახურავის ნამტვრევები.
სტიქიამ, რომელსაც ადგილობრივებმა “ტორნადო” უწოდეს, დააზიანა ალავერდის ტაძრის მთავარი გუმბათი. გუმბათს თუნუქი მთლიანად გადახდილი აქვს, ქარმა ჩამოაგდო ჯვარიც. დაზიანდა მეუფის და სამონასტრო რეზიდენციის სახურავი, კელიები, სიძველეთა საცავი.
ტაძრის გარეთ მოგლეჯილია რკინის მოაჯირები, განათების და ელექტროენერგიის ბოძები.
ძლიერმა ქარმა ალავერდის ტაძართან, გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ამოატრიალა, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა. მათ სხეულზე დაზიანებები აქვთ და ამ დროისთვის თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაშავებულებს ამბულატორიული დახმარება დასჭირდათ და კლინიკიდან მალე გაწერენ.
ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაითვლიან ზარალს და დაიწყება აღდგენა. შეკითხვაზე, უამინდობის შემთხვევაში ხომ არ არის საფრთხე რომ წვიმის წყალი ჩავიდეს ტაძარში, მერის მოადგილემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ასეთი საფრთხე არ დგას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.