აკაკი გვიანიძე: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად მოითხოვენ მათი ლეგიტიმურობის აღიარებას… რეალურ მმართველებად მათ არც “ოცნების” მომხრეები მიიჩნევენ და არც ეკლესია

პოლიტიკოსი აკაკი გვიანიძე:
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად მოითხოვენ მათი ლეგიტიმურობის აღიარებას ჟურნალისტებისგან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პროტესტის მონაწილე მოქალაქეებისგან.
ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისგან არღიარება მათი უბედურების მხოლოდ ნახევარია, რეალურ მმართველებად მათ არც “ოცნების” მომხრეები მიიჩნევენ და არც ეკლესია.
პატრიარქის დაკრძალვამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა მმართველობის ეს უცნაური ფორმა, ყველაზე ნათელ მაგალითად კი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისთვის მოსაყდრე შიოს მიერ ხელისუფლების წარმომადგენელთა წარდგენის სცენა გამოდგება.
ჩვენი სახელმწიფო წყობა სულ უფრო ემსგავსება 80-იანი წლების ირანისას, სადაც იყო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მათ ზემოთ კიდევ უზენაესი ლიდერი – რახბარი.
განა ჩვენთანაც ასე არ არის? გვყავს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და მისი აღმატებულება ბიძინა ივანიშვილი, საპატიო თავმჯდომარე, ერისკაცი, მთავარი ქტიტორი და დამფუძნებელი.
განახვავება ის არის, რომ ირანში უზენაესი ლიდერის ინსტიტუტი კონსტიტუციითაა დადგენილი, ჩვენთან კი ჯერ არა, მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამ მისი აღმატებულების კონსტიტუციურ ორგანოდ ქცევისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან