ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აკაკი ალადაშვილი - შეხვედრების დროს ვგრძნობ, უფრო მეტ მოტივაციას და რწმენას, რომ 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება გველოდება

აკაკი ალადაშვილი - შეხვედრების დროს ვგრძნობ, უფრო მეტ მოტივაციას და რწმენას, რომ 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება გველოდება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, ანტონოვსკაიას ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე დელეგატმა განიხილა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.
მათივე ცნობით, ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.
„მოსახლეობა, ღიად გამოხატავს ჩვენი გუნდის მიმართ მხარდაჭერას. ასეთი, შეხვედრების დროს ვგრძნობ, უფრო მეტ მოტივაციას და რწმენას, რომ 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება გველოდება, მოქალაქეებს პირობა მივეცი, რომ შეხვედრაზე განხილულ, თითოეულ მნიშვნელოვან საკითხს მივიტან საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასთან“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.