ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აკაკი ალადაშვილი - გულშემატკივრების ერთგულება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმ წარმატებისა, რომელსაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია

თბილისის საკრებულოს წევრმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივარი, მისი მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფეხბურთში მიღწეული წარმატებისა.
„ფეხბურთის ფედერაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს და ჩვენს უძვირფასეს გულშემატკივარს. თქვენგან მიღებული დადებითი ემოციები და ერთგულება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ წარმატებისა, რომელსაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია. მადლობა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და ყველას, ვინც თავი არ დაზოგა, რომ ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.