აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პსჟ-მ, რომელსაც ტრავმების გამო ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი ვერ დაეხმარენ, გასვლაზე „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა.
მატჩი ლამაზი სანახავი გამოდგა. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს ინიციატივა და ფერან ტორესის გოლით დაწინაურდნენ. სადღაც შუა პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ და შედეგსაც მიაღწიეს - მენდეშის კარგი დრიბლინგის შედეგად ანგარიში მეილიუმ გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა და შეცვლაზე შესული რამუშის გოლით „პარი სენ ჟერმენმა“ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ-მ ტურნირზე მეორე შეხვედრაც მოიგო და 5 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება. „ბარსელონას“ 3 ქულა აქვს და იმავე დღეს "სევილიას" ესტუმრება.
ბარსელონა - პსჟ 1:2
გოლები: 1:0 ფერან ტორესი (19), 1:1 მეილიუ (38), 1:2 რამუში (90)
· პაატა რავიცი ვიღაცეები ბლატაობენ, კვარას გარეშე პსჟ არაფერიაო - თურმე ყოფილა ხომ. საკუთარი ვარსკვლავის დაფასება უნდა იცოდე, რასაკვირვერლია, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა. რეალურად უნდა აფასებდე კაცი ყველაფერს. წარმატებები კვარას და პსჯ-ს, რადგან ჩემთვის ის გუნდი მიყვარს, სადაც კართველი თამაშობს და საოცრებებს ახდენს.
· RR მაგარია პსჟ! მეორედაც გვინდა ლიგა!
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
პსჟ-ის გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ - ნახეთ, რა საქმითაა დაკავებული ჟოაო ნევეშის 19 წლის ულამაზესი მეგობარი გოგონა
" ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.